Accessibility links

logo-print

ჰააგაში დამთავრდა განხილვა საკითხისა, რამდენად


ჰააგაში დამთავრდა განხილვა საკითხისა, რამდენად კანონიერია ისრაელის მიერ

ჰააგაში დამთავრდა განხილვა საკითხისა, რამდენად კანონიერია ისრაელის მიერ
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ე.წ. "უსაფრთხოების კედლის" მშენებლობა. მოსმენის ბოლო, მესამე დღეს სასამართლოს წინაშე გამოვიდა არაბთა ლიგის იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი მაიკლ ბოთი, რომელმაც "უსაფრთხოების კედელი" ბერლინის კედელს შეადარა და განაცხადა, რომ მისი აგება რეგიონში მშვიდობის დამკვიდრების იმედს აქარწყლებს. [მაიკლ ბოთის ხმა] "კედელი, რომელიც პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შენდება, გამიჯვნას განასახიერებს; მას მივყავართ დისკრიმინაციისკენ; იგი ექსპანსიონისტური პოლიტიკის ყველაზე უარესი გამოვლინებაა და სპობს ყოველგვარ პერსპექტივას სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის დამყარებისა." კედლის მშენებლობა დაგმეს ორგანიზაცია "ისლამური კონფერენციის" წარმომადგენლებმაც და მას "საერთაშორისო კანონების დარღვევა" უწოდეს. ჰააგის საერთაშორისო სასამართლო უახლოეს რამდენიმე თვეში მიიღებს გადაწყვეტილებას "უსაფრთხოების კედლის" საკითხზე, თუმცა განაჩენს კანონის ძალა არ ექნება.
XS
SM
MD
LG