Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღესვე, ჯორჯ ბუშთან შეხვედრამდე, მიხეილ


დღესვე, ჯორჯ ბუშთან შეხვედრამდე, მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკება გამართა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან

დღესვე, ჯორჯ ბუშთან შეხვედრამდე, მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკება გამართა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან
ჯეიმს ვულფენსონთან. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვულფენსონმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო ბანკი აღადგენს საქართველოს ფინანსური დახმარების პროგრამას. საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებას ვულფენსონმა კონსტრუქციული უწოდა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ახალი ძალების მოსვლის შემდეგ, ყველაზე ოპტიმისტური ვარაუდით, მსოფლიო ბანკის დახმარების განახლება 2004 წლის ბოლოსთვის იყო ნავარაუდევი, მაგრამ მიღებული იქნა არაორდინარული გადაწყვეტილება და ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს უახლოეს კვირებში განუახლებს დაფინანსებას.
XS
SM
MD
LG