Accessibility links

logo-print

ერაყში, აშშ-ის სადაზვერვო შვეულმფრენის კატასტროფის


ერაყში, აშშ-ის სადაზვერვო შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ერაყში, აშშ-ის სადაზვერვო შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
როგორც აშშ-ის არმიის ბრიგადის გენერალმა, მარკ კიმიტმა განაცხადა, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია კატასტროფა: ტექნიკურმა გაუმართაობამ, მტრის ცეცხლმა თუ რაიმე სხვა მიზეზმა. გენერლის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება. შვეულმფრენი ბაღდადიდან 250 კილომეტრის მანძილზე, მისგან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰადითის მახლობლად ჩამოვარდა. დღესვე, ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილე მოკლეს. ასევე დღეს, ერაყში ჩავიდა ამ ქვეყანაში გაეროს საგანგებო წარგზავნილი როს მაუნტინი. მისი ვიზიტის მიზანია, დონორი ქვეყნების კონფერენციის წინ დაადგინოს ერაყისთვის გასაწევი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა. დონორი ქვეყნების კონფერენცია ამ კვირის ბოლოს, აბუ დაბიში გაიმართება.
XS
SM
MD
LG