Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს ავიაკატასტროფამ, როგორც ვარაუდობენ, მაკედონიის


ხუთშაბათს ავიაკატასტროფამ, როგორც ვარაუდობენ, მაკედონიის პრეზიდენტის, ბორის ტრაიკოვსკის სიცოცხლე შეიწირა.

ხუთშაბათს ავიაკატასტროფამ, როგორც ვარაუდობენ, მაკედონიის პრეზიდენტის, ბორის ტრაიკოვსკის სიცოცხლე შეიწირა.
თვითმფრინავის ნამსხვრევების, ან დაღუპულთა გვამებისათვის ჯერ არ მიუკვლევიათ. ტრაიკოვსკი ხუთშაბათს დილას ბოსნიის ქალაქ მოსტარში მიფრინავდა ინვესტროთა კონფერენციაზე, როცა მისი თვითმფრინავი აეროპორტში დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე რადარის ეკრანებიდან გაუჩინარდა. სახმელეთო ნაღმები, ნისლი და წვიმა აძნელებს ორძრავიანი თვითმფრინავის ძებნას. ვარაუდობენ, რომ ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოსნიაში, მთიან რეგიონში ჩამოვარდა. მაკედონიის პრემიერ-მინისტრ ბრანკო ჩრვენკოვსკის განცხადებით, სავარაუდოა, რომ დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ცხრავე ადამიანი, მათ შორის ტრაიკოვსკი. ის 47 წლის იყო. ცნობას ტრაიკოვსკის სავარაუდო დაღუპვის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი გამოეხმაურა განცხადებით, რომ ეს არის "ძალიან სამწუხარო დღე" ბალკანეთის რეგიონისა და მაკედონიისათვის. ხორვატიის პრეზიდენტმა სტიპე მესიჩმა ბრუსელში ევროპარლამენტში აღნიშნა, რომ ის და ბალკანეთის დანარჩენი ლიდერები პატივს მიაგებენ ტრაიკოვსკის ხსოვნას რეგიონში სტაბილიზაციისა და შერიგების პროგრამის გაგრძელებით. [მესიჩის ხმა] "მასთან და დანარჩენ პრეზიდენტებთან ერთად ვმუშაობდით სამხრეთ ევროპაში სტაბილიზაციისა და შერიგების პროგრამაზე. დღეს ბორისი არ იქნება ჩვენთან ერთად მოსტარში, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პროგრამაზე, რომელსაც ბორის ტრაიკოვსკი ემხრობოდა. ეს იქნება საუკეთესო გზა იმის გასაგრძელებლად, რაც ერთად წამოვიწყეთ."
მაკედონიის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე ლიუბკო იორდანოვსკი შეუდგა.
XS
SM
MD
LG