Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტმა გენოციდად აღიარა 1944 წელს


ევროპარლამენტმა გენოციდად აღიარა 1944 წელს ჩეჩნების შუა აზიაში დეპორტაცია.

ევროპარლამენტმა გენოციდად აღიარა 1944 წელს ჩეჩნების შუა აზიაში დეპორტაცია.
როგორც ევროპარლამენტის დღევანდელ დეკლარაციაშია აღნიშნული, გენოციდს აღიარებენ იმ მნიშვნელობით, რომელიც მოცემულია ჰააგის 1907 წლის მეოთხე კონვენციაში და გაეროს 1948 კონვენციაში. ეს დეკლარაცია შედის ევროპარლამენტის საანგარიშო მოხსენებაში ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის საკითხზე, რომელიც დღეს მიიღეს. ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ამჟამინდელი ვითარება ჩეჩნეთში გადაჭრით ეწინააღმდეგება თანამედროვე ევროპის ფასეულობებსა და პრინციპებს. ანგარიში შეიცავს თხოვნას ეროკავშირის წევრი სახელმწიფოებისადმი, განიხილონ ჩეჩნების წარმომადგენლის, ილიას ახმადოვის სამშვიდობო გეგმა, რომელიც გაეროს შუამავლობას ითვალისწინებს. ევროპარლამენტი არ არის აღჭურვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სფეროში ოფიციალური გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებით.
XS
SM
MD
LG