Accessibility links

გაეროს განცხადებით, გენერალურ მდივან კოფი


გაეროს განცხადებით, გენერალურ მდივან კოფი ანანთან ბრიტანელების ჯაშუშობა - თუ დადასტურდა, რომ ასეთი რამ მოხდა - უკანონო იყო.

გაეროს განცხადებით, გენერალურ მდივან კოფი ანანთან ბრიტანელების ჯაშუშობა - თუ დადასტურდა, რომ ასეთი რამ მოხდა - უკანონო იყო.
როგორც ხუთშაბათს აღნიშნა გაეროს პრეს-მდივანმა ფრედ ეკჰარდმა, ანანს სურს, ჯაშუშობა, თუ ასეთ რამეს ადგილი ჰქონდა, შეწყდეს. ასეთი იყო გაეროს პირველი გამოხმაურება ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი წევრის, კლერ შორტის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ერაყში ომის დაწყებამდე ბრიტანელ ჯაშუშებს დაევალათ კოფი ანანის თვალთვალი. ამის შესახებ შორტმა სამაუწყებლო კომპანია BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა არ მოისურვა იმის თქმა, შეესაბამება თუ არა ყოფილი მინისტრის ნათქვამი სინამდვილეს, მაგრამ შორტი "დიდ უპასუხისმგებლობაში" დაადანაშაულა. [ტონი ბლერის ხმა] "არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას მათს (სპეცსამსახურის მუშაკების) ოპერაციებზე, მაგრამ ეს არ უნდა ჩაითვალოს მითითებად იმაზე, თითქოს ბრალდება სამართლიანი იყოს. და ვფიქრობ, რომ ასეთი ბრალდებების გამოთქმა დიდი უპასუხისმგებლობაა."
XS
SM
MD
LG