Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა აჰმედ კურეიმ მოითხოვა


პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა აჰმედ კურეიმ მოითხოვა, რომ ისრაელმა დააბრუნოს მილიონობით დოლარი,

პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა აჰმედ კურეიმ მოითხოვა, რომ ისრაელმა დააბრუნოს მილიონობით დოლარი,
ამოღებული ქალაქ რამალაჰის რამდენიმე ბანკში განხორციელებული რეიდების დროს. ეს რეიდები ისრაელის ჯარებმა გუშინ განახორციელეს. ისრაელი ფულის ამოღების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ამ ფულით ტერორისტული აქციების დაფინანსება იყო გამიზნული. ხუთშაბათს კი ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს ორი და დაჭრეს რამდენიმე პალესტინელი დემონსტრაციის დროს, რომელიც მიმართული იყო ისრაელის მიერ უშიშროების კედლის შენების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG