Accessibility links

logo-print

ყოფილი საბჭოთა კავშირის ხუთი რესპუბლიკა


ყოფილი საბჭოთა კავშირის ხუთი რესპუბლიკა, რომლებიც ევრაზიის

ყოფილი საბჭოთა კავშირის ხუთი რესპუბლიკა, რომლებიც ევრაზიის
ეკონომიკური თანამეგობრობის წევრები არიან, ფაქტობრივად შეთანხმდნენ, რომ 2006 წლამდე საბაჟო კავშირს შექმნიან. ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს აგრეთვე, რომ მოახდენენ ძალისხმევის კოორდინაციას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა დანიალ ახმეტოვმა აღნიშნა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თაობაზე მიღწეული შეთანხმება ეკონომიკური თანამეგობრობის წევრთა შეხვედრის უმთავრესი მიღწევა იყო. მათგან მხოლოდ ყირგიზეთმა მიაღწია უკვე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობას.
XS
SM
MD
LG