Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის


საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
წინასაარჩევნოდ მივლენილმა დელეგაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროსაბჭოს რეკომენდაციები. თუმცა, ევროსაბჭო იმედს იტოვებს, რომ სურვილისა და კეთილი ნების შემთხვევაში ამ რეკომენდაციების განხორციელება არსებული პარლამენტის საგანგებო სხდომაზეც შეიძლება. კერძოდ, საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედგენის ბეიკერისეულ წესზე უარის თქმას. "ნოემბრის არჩევნების წინ მაშინდელი ოპოზიცია სასტიკად აკრიტიკებდა ამ ფორმულას. მაშინ ასამბლეამ მხარი დაუჭირა მათ კრიტიკას და გვწამს, რომ ის, რაც არადემოკრატიული იყო ნოემბრის არჩევნების წინ, არადემოკრატიულია ახლაც", - აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. შეშფოთების მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ არ მოხდა არჩევნების წინ პარტიებისთვის 7 პროცენტიანი ბარიერის დაწევა და საარჩევნო პროცედურის გამარტივება - იგულისხმება კონვერტებისა და ბეჭდის გამოყენება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შენიშვნებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა: [ჟვანიას ხმა] "ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოსთან ურთიერთობების პატივისცემა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი რეკომენდაციების გათვალისწინება და ამ დარჩენილ დროშიც პირადად მე ვაპირებ, თუ რამის გაკეთება არის შესაძლებელი, ყველაფერი გავაკეთო". ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 28 მარტის არჩევნებზე 30 კაციან დელეგაციას მიავლენს საქართველოში.
XS
SM
MD
LG