Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი ვაშინგტონში


ისრაელის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი ვაშინგტონში მიემგზავრება დღეს,

ისრაელის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი ვაშინგტონში მიემგზავრება დღეს,
სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის მიერ წამოყენებული წინადადება უნდა იქნეს განხილული ღაზის სექტორიდან ებრაულ დასახლებათა ევაკუაციის თაობაზე. არიელ შარონის კანცელარიის უფროსი დოვ ვაისგლასი, აგრეთვე მრჩეველი უშიშროების საკითხებში გიორა ეილანდი ეროვნული უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, კონდოლიზა რაისთან გამართავენ მოლაპარაკებას. ვაშინგტონი ადრე აცხადებდა, რომ მომხრეა ებრაულ დასახლებათა ევაკუაციისა, მაგრამ მიაჩნია, რომ ევაკუაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მისი რეალიზაცია "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის ჩარჩოებში მოხდება.
XS
SM
MD
LG