Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა ტაივანში


ორი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა ტაივანში დღეს მოწყობილ საპროტესტო აქციაში იმასთან დაკავშირებით,

ორი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა ტაივანში დღეს მოწყობილ საპროტესტო აქციაში იმასთან დაკავშირებით,
რომ ჩინეთმა, ამ კუნძულზე დამიზნებული ხუთასამდე რაკეტა განათავსა. ტაივანის პრეზიდენტმა ჩენ შუიბიანმა და მისმა მომხრეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს კუნძულის მთელს სიგრძეზე. 20 მარტს აქ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ჩენ შუიბიანმა წამოაყენა წინადადება, რომ რაკეტსაწინააღმდეგო დამცავი სისტემის შექმნის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართოს. ტაილანდის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხსენებული სისტემის შექმნა აუცილებელია ჩინეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის უვნებელსაყოფად.
XS
SM
MD
LG