Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს


ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს,

ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს,
რომ ერაყის მმართველი საბჭო ვერ მოასწრებს დანიშნული ვადისთვის ქვეყნის დროებითი კონსტიტუციის პროექტზე შეთანხმებას. ხსენებული ვადა ცენტრალური ევროპის დროით შაბათს, ნაშუაღამევს იწურება. როგორც კოალიციის წარმომადგენელმა იარედ იანგმა უთხრა ჟურნალისტებს, დოკუმენტის მიღება დანიშნულ ვადაში ვერ მოესწრება. ერაყის მმართველი საბჭოს წევრები ვერა და ვერ შეთანხმდნენ რამდენიმე მთავარ საკითხში, მაგალითად ისლამის როლის, აგრეთვე ქვეყნის ჩრდილოეთში ქურთების ავტონომიის საზღვრების თაობაზე. დროებითი კონსტიტუციის მიღება მწვანე შუქს მისცემს ერაყის გარდამავალი მთავრობის შექმნას, რაც 30 ივნისისთვისაა დანიშნული.
XS
SM
MD
LG