Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ავტონომიის ხელძღვანელობამ მკაცრად დაგმო


პალესტინელთა ავტონომიის ხელძღვანელობამ მკაცრად დაგმო ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩატარებული ოპერაცია,

პალესტინელთა ავტონომიის ხელძღვანელობამ მკაცრად დაგმო ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩატარებული ოპერაცია,
რომლის ფარგლებში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად გუშინ დაიღუპნენ ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი მაჰმუდ ჯუდა და მისი ორი თანაშემწე. ამასთან დაკავშირებით პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ განაცხადა: [აჰმედ ყურეის ხმა] "ეს ისრაელის მიერ ჩადენილი მორიგი ბოროტმოქმედებაა. იგი შეუძლებელს ხდის რაიმე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა აღკვეთონ საზავო შეთანხმების გაფორმების ყოველგვარი მცდელობა და, სამწუხაროდ, ხელს უწყობენ დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მომხდარს." სარაკეტო იერიში განხორციელებულ იქნა მჭიდროდ დასახლებულ რაიონში. დაჭრილთა რიცხვი 15-ს აღწევს. ისრაელის არმიის სარდლობის განცხადებით, ოპერაციის მიზანი იყო ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" იმ წევრთა ლიკვიდაცია, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.
XS
SM
MD
LG