Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა გასცა


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა გასცა განკარგულება, გამოძიებულ იქნეს ავღანეთის მოსაზღვრე მთიან რაიონში

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა გასცა განკარგულება, გამოძიებულ იქნეს ავღანეთის მოსაზღვრე მთიან რაიონში
11 ადამიანის დაღუპვის გარემოებები. გუშინ პაკისტანელმა სამხედროებმა შეცდომით გაუხსნეს ცეცხლი ავღანეთის საზღვრის მახლობლად მოძრავ მიკროავტობუსს. დაღუპულთა შორის ავღანელი ლტოლვილებიც არიან. მაგრამ სარდლობის მოხსენების თანახმად, ცეცხლი ჯერ სამხედროებს გაუხსნეს - სამი ავტომანქანიდან, რომლებიც საკონტროლო საგუშაგოს მიაუხლოვდა. რაიონში, სადაც ინციდენტი მოხდა, პაკისტანის არმია "თალიბანისა" და "ალ-ყაიდის" მებრძოლებს ეძებს.
XS
SM
MD
LG