Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებში ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით


ფილიპინებში ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით "აბუ საიაფი" პასუხისმგებლობა იკისრა

ფილიპინებში ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით "აბუ საიაფი" პასუხისმგებლობა იკისრა
ბორანზე გაჩენილი ხანძრისთვის, რომლის შედეგად 180 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ირიცხება. ხანძარი გასულ პარასკევს მოხდა. "აბუ საიაფის" წარმომადგენლის განცხადებით, ეს იყო შურისძიების აქტი კუნძულ მინდანაოზე, მაჰმადიანთა წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისთვის. ხელისუფლების მტკიცებით, ექსტრემისტთა განცხადებები სინამდვილეს არ შეესაბამება. აი, რა თქვა, მაგალითად, ფილიპინების ტრანსპორტის მინისტრმა ლეანდრო მენდოსამ: [ლეანდრო მენდოსას ხმა] "ჩვენი ვარაუდით, ეს ინფორმაცია მცდარია. მინდა შეგახსენოთ, რომ აფეთქდა სამანქანო განყოფილების ერთ-ერთი აგრეგატი".
XS
SM
MD
LG