Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაიმ-ნიუსის სააგენტოს ცნობით, ხულოს რაიონის


პრაიმ-ნიუსის სააგენტოს ცნობით, ხულოს რაიონის პოლიციაში სცემეს "გაერთიანებული ოპოზიცია - ჩვენი აჭარის" აქტივისტი ბადრი ჭელიძე.

პრაიმ-ნიუსის სააგენტოს ცნობით, ხულოს რაიონის პოლიციაში სცემეს "გაერთიანებული ოპოზიცია - ჩვენი აჭარის" აქტივისტი ბადრი ჭელიძე.
"ჩვენი აჭარის" ხულოს რაიონულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით, სააგენტო იტყობინება, რომ ჭელიძის ცემაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ხულოს პოლიციისა და სამძებრო განყოფილების უფროსები. დაზარალებული ახლობლებმა ბათუმში გადაიყვანეს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად. "ჩვენი აჭარის" ხულოს ორგანიზაციის ინფორმაციით, ათიოდე დღის წინათ პოლიციაში ამ ორგანიზაციის კიდევ ორი წევრი სცემეს. ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა" საქართველოს ხელისუფლებისგან უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელთა მიერ ოპოზიციის წარმომადგენელთა ცემისა და სხვა უკანონო ქმედებათა აღსაკვეთად. "კმარას" ერთ-ერთი ლიდერის თეა თუთბერიძის თქმით, "სირაქლემას პოზაში" დგომა ან მხოლოდ იმის თქმა, რომ აჭარაში უკანონობა ხდება, საკმარისი არ არის.
XS
SM
MD
LG