Accessibility links

აშშ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს


აშშ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს საბრძოლო კატარღების მოდერნიზებაში დაეხმარება.

აშშ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს საბრძოლო კატარღების მოდერნიზებაში დაეხმარება.
ამის შესახებ, სასაზღვრო ჯარების შტაბის საზღვაო განყოფილების უფროსზე, რამაზ პაპიძეზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. პაპიძის თქმით, საქართველოს ხელთ არსებული სადარაჯო და საპატრულო კატარღების რაოდენობა ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია ზღვაზე სიტუაციის გასაკონტროლებლად. ამავე დროს, არსებული კატარღები მოძველებულია, რის გამოც, აშშ-თან ერთად შემუშავებულ იქნა ტექნიკის მოდერნიზაციის სამწლიანი პროგრამა. პროგრამა ამერიკელ ექსპერტთა რეკომენდაციების საფუძველზე ხორციელდება. დღეისთვის საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის განკარგულებაში 30-მდე მცურავი საშუალებაა.
XS
SM
MD
LG