Accessibility links

logo-print

ჰაიტის სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლება


ჰაიტის სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლება - მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა

ჰაიტის სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლება - მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა
ჟან-ბერტრან არისტიდმა.
პრემიერ-მინისტრ ივონ ნეპტუნის განცხადებით, ახალი პრეზიდენტი იქნება ჰაიტის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ბონიფას ალექსანდრი. დამხობილმა პრეზიდენტმა არისტიდმა, რომლის წინააღმდეგ ოპოზიციამ შეიარაღებული ამბოხება მოაწყო, რამდენიმე საათის წინ დატოვა ჰაიტი და მეზობელ დომინიკელთა რესპუბლიკაში გაემგზავრა. ჰაიტიში უკვე დაიწყეს ჩასვლა საერთაშორისო სამხედრო შენაერთის მოსამსახურეებმა. აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, ამ შენაერთის ბირთვს ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჯარის მოსამსახურეები შეადგენენ. [ჯორჯ ბუშის ხმა] "მე გავეცი განკარგულება, საზღვაო ქვეითი ჯარის მოსამსახურეთა გაგზავნის შესახებ, რომლებიც საკვანძო როლს შეასრულებენ ჰაიტიში სტაბილურობისა და წესრიგის აღსადგენად გამიზნულ ოპერაციაში. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მივიღეთ."
XS
SM
MD
LG