Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ფრადკოვმა, რომლის კანდიდატურა რუსეთის


მიხაილ ფრადკოვმა, რომლის კანდიდატურა რუსეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოაყენა,

მიხაილ ფრადკოვმა, რომლის კანდიდატურა რუსეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოაყენა,
განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა წინადადება, სათავეში ჩაუდგეს მთავრობას. თავად ვლადიმირ პუტინმა ფრადკოვი ასე დაახასიათა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] "მიხაილ ეფიმოვიჩი თავის დროზე საგარეო ეკონომიკური კავშირების მინისტრი იყო, ესე იგი მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში მუშაობდა. იყო რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ანუ კარგად იცნობს ძალოვან ბლოკს. და ბრიუსელში, უცხოურ მივლინებაში გამგზავრებამდე, სათავეში ედგა სადასახადო პოლიციას. კორუფციასთან ბრძოლის სფეროში მას კარგი გამოცდილება აქვს." ფრადკოვის კანდიდატურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა 5 მარტს უნდა განიხილონ.
XS
SM
MD
LG