Accessibility links

ევროპის კავშირმა სავაჭრო სანქციები შემოიღო


ევროპის კავშირმა სავაჭრო სანქციები შემოიღო აშშ-ის მიმართ. ეს გადაწყვეტილება მოიწონა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ,

ევროპის კავშირმა სავაჭრო სანქციები შემოიღო აშშ-ის მიმართ. ეს გადაწყვეტილება მოიწონა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ,
რომელიც შეერთებულ შტატებში მოქმედ საბაჟო შეღავათებს უკანონოდ მიიჩნევს. ევროპის კომისიის წევრმა პასკალ ლამიმ გადაწყვეტილების მიღებას ასეთი კომენტარი გაუკეთა: [პასკალ ლამის ხმა] "ჩვენ არ ვიმყოფებით სავაჭრო ომის მდგომარეობაში. ჩვენ მხოლოდ გვსურს, ვაიძულოთ შეერთებული შტატები, შეასრულოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება, რომელიც ექსპორტის სუბსიდირების შეერთებულ შტატებში მოქმედი სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენს მიერ სანქციების შემოღებას დაეთანხმა." სანქციები ითვალისწინებს საბაჟო ბეგარის ხუთი პროცენტით გაზრდას აშშ-ში წარმოებულ საქონელზე. ეს ბეგარა ყოველთვიურად თითო პროცენტით შეიძლება გაიზარდოს მანამ, სანამ ვაშინგტონი საექსპორტო შეღავათებს არ გააუქმებს.
XS
SM
MD
LG