Accessibility links

logo-print

თეთრმა სახლმა უარყო გავრცელებული ხმები


თეთრმა სახლმა უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ ჰაიტის პრეზიდენტი

თეთრმა სახლმა უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ ჰაიტის პრეზიდენტი
ჟან-ბერტრან არისტიდი აიძულა, გადამდგარიყო. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესმდივანმა სკოტ მაკკლელანმა: მაკკლელანის ხმა: "ეს სისულელეა, ასეთი შეთქმულების თეორიები არაფერში გამოადგება ჰაიტელ ხალხს და ვერ დაეხმარება მას დასახული გეგმების განხორციელებაში, ან სხვაგვარად - უკეთესი მომავლის, უფრო თავისუფალი მომავლის, აყვავებული მომავლის მიღწევაში. ჩვენ მივიღეთ ზომები ბატონი არისტიდის დასაცავად, მისი ოჯახის წევრების დასაცავად, როცა ისინი ჰაიტის ტოვებდნენ. ბატონმა არისტიდმა თავად გადაწყვიტა, გადამდგარიყო და თავადვე განმარტა ამ გადაწყვეტილების მიზეზი."
XS
SM
MD
LG