Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, თავის


დღეს ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, თავის შეიარაღებულ მომხრეებთან ერთად ჩავიდა მეამბოხეთა ლიდერი გი ფილიპი.

დღეს ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, თავის შეიარაღებულ მომხრეებთან ერთად ჩავიდა მეამბოხეთა ლიდერი გი ფილიპი.
დედაქალაქში შესვლისას, ფილიპისა და მისი რაზმის წევრებს რაიმე წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ამავე დროს, ჰაიტიში ჩადიან საერთაშორისო სამხედრო შენაერთის მოსამსახურეები, რომელთა ამოცანა ამ ქვეყანაში სტაბილურობისა და წესრიგის აღდგენაა. ამ შენაერთის ბირთვს ამერიკელი მედესანტეები შეადგენენ. 200 მათგანი უკვე ჰაიტიში იმყოფება. აშშ-ის გარდა, გაეროს მიერ სანქცირებულ სამთვიან ოპერაციაში მონაწილებენ საფრანგეთისა და კანადის სამხედრო მოსამსახურეები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ოპერაციის შედეგად ჰაიტიში მოხერხდება სტაბილურობის აღდგენა და ჰაიტის დროებითი ხელმძღვანელობა მალევე შეუდგება სამზადისს ვადამდელი არჩევნებისთვის. [კოლინ პაუელის ხმა] "ასევე ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლებას სათავეში მოექცევა არა უბრალოდ, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, არამედ ისეთი, რომელიც ქვეყნის მართვას დემოკრატიული მეთოდებით შეუდგება - რაც, ჩემი აზრით, ვერ მოახერხა პრეზიდენტმა არისტიდმა." გუშინ დამხობილმა პრეზიდენტმა ჟან-ბერტრან არისტიდმა, რომლის წინააღმდეგ ოპოზიციამ შეიარაღებული ამბოხება მოაწყო, ჰაიტი დატოვა. ახლა იგი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG