Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს სახელმწიფოებმა დაგმეს ერაყში დღეს


მსოფლიოს სახელმწიფოებმა დაგმეს ერაყში დღეს მომხდარი ტერაქტები.

მსოფლიოს სახელმწიფოებმა დაგმეს ერაყში დღეს მომხდარი ტერაქტები.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა თქვა, რომ აშშ გმობს ამ "სასტიკ ტერაქტებს". ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა, რომ თავდასხმებს კავშირი უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ შიიტების დღესასწაულთან, არამედ ერაყის ახალი კონტიტუციის მიღებასთანაც. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა სოლანამ ტერაქტებს შემზარავი უწოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა გამოაცხადა, რომ ეს აქტები ბარბაროსობაა, რომელსაც სასტიკად გმობს გერმანიის მთავრობა. ირანის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელმა რეზა ასეფიმ დაგმო თავდასხმები, მაგრამ გააკრიტიკა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯარების კოალიცია, რომ ვერ უზრუნველყოფენ ირანში უშიშროებას.
XS
SM
MD
LG