Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტოები იტყობინებიან, რომ სამეგრელოს რეგიონში


სააგენტოები იტყობინებიან, რომ სამეგრელოს რეგიონში დააკავეს

სააგენტოები იტყობინებიან, რომ სამეგრელოს რეგიონში დააკავეს
უშიშროების ადგილობრივი სამსახურის 6 მაღალჩინოსანი: რეგიონის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, მისი მოადგილე და კიდევ ოთხი პირი. ისინი უშიშროების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე თემურ გაბუნიას დანიშვნას აპროტესტებდნენ და მას სამხარეო უწყების შენობაში არ უშვებდნენ. უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას განცხადებით, ადგილი ჰქონდა იარაღით მუქარასაც. უგულავა აგრეთვე აცხადებს, რომ დაკავებული იქნება ინციდენტის მოწყობაში ეჭვმიტანილი კიდევ არაერთი პირი.გარდა ამისა გამოიძიებენ მათ შესაძლო კავშირს კონტრაბანდასთან აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში. საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა: [სააკაშვილის ხმა] "დღეს რაც მოხდა იქ, რომ კონტრაბანდისტებს არ მოეწონათ, რომ უფროსი შეიცვალა და თავისი მაფიური კლანი დაერღვათ, ამას მე არ ვაპირებ, რომ სადმე შევეგუო".
XS
SM
MD
LG