Accessibility links

ბელგიის სასამართლოს ოთხშაბათს ჩვენება მისცა


ბელგიის სასამართლოს ოთხშაბათს ჩვენება მისცა არასრულწლოვანი

ბელგიის სასამართლოს ოთხშაბათს ჩვენება მისცა არასრულწლოვანი
გოგონების წამებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მარკ დუტრუმ. ის აცხადებს, რომ ორი გოგონას გატაცებაში, რომელთა ცხედრებიც დუტრუს სახლის ეზოში აღმოაჩინეს, მას ბრალი არ მიუძღვის და რომ ამაზე პასუხი მისმა მეუღლემ და კიდევ სამმა პირმა უნდა აგონ. შეგახსენებთ, "ბელგიელი მონსტრის" სახელით ცნობილი მარკ დუტრუ დღეს პირველად აძლევდა ჩვენებას სასამართლოს. მას ბრალი ედება ექვსი გოგონას გატაცებასა, მათზე ძალადობაში და ოთხი მათგანის მკვლელობაში. ორი მსხვერპლი მზად არის დუტრუს წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად. სასამართლო პროცესის დაწყება ექვს წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე დაყოვნდა, რადგან გამოძიებას სურდა დანაშაულის უფრო ფართო რკალს მიწვდომოდა.
XS
SM
MD
LG