Accessibility links

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ პაკისტანში გამართა შეხვედრები

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ პაკისტანში გამართა შეხვედრები
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე და ამ საუბრებს "გულახდილი" უწოდა. როგორც სტროუმ ისლამაბადში პაკისტანის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების შემდეგ აღნიშნა, ის კმაყოფილია წინსვლით წამყვანი პაკისტანელი მეცნიერის საქმიანობის გამოძიებაში. ლაპარაკია ყადირ ხანზე, რომელმაც აღიარა, რომ ბირთვული ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ირანს, ლიბიასა და ჩრდილოეთ კორეას. როგორც დღეს ჯეკ სტროუმ აღნიშნა, ის კმაყოფილია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან პაკისტანის თანამშრომლობით.
XS
SM
MD
LG