Accessibility links

logo-print

გერმანიაში ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიებმა ქვეყნის


გერმანიაში ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიებმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში საერთო კანდიდატი წარადგინეს

გერმანიაში ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიებმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში საერთო კანდიდატი წარადგინეს
- ეს არის ჰორსტ კოელერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი, რომელიც დღესვე გადადგა ამ თანამდებობიდან, რათა პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციის მიღება შეძლოს. გერმანიის ფედერალური ასამბლეა 23 მარტს შეიკრიბება ამჟამინდელი პრეზიდენტის, სოციალ-დემოკრატ იოჰანეს რაუს მემკვიდრის ასარჩევად. თვით რაუ აღარ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას. და რახან ასამბლეაში კონსერვატიულ პარტიებს სოლიდური უმრავლესობა ჰყავთ, ჰორსტ კოელერის არჩევა ეჭვს არ იწვევს. საერთო კანდიდატი წარადგინეს გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმაც: სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა. ეს კანდიდატი გახლავთ პოლიტოლოგი გეზინე შვანი.
XS
SM
MD
LG