Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი რომს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი რომს ესტუმრა და ერაყში დემოკრატიის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი რომს ესტუმრა და ერაყში დემოკრატიის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
[ტონი ბლერის ხმა] "ბრძოლას, რომელიც ერაყში მიმდინარეობს, საკვანძო მნიშვნელობა ექნება ახლო აღმოსავლეთის, მთელი მსოფლიოს მომავლისათვის. ამიტომ ეს ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. მიზანს უნდა მივაღწიოთ, ვინაიდან ვიცით, რომ ერაყელების უდიდესი უმრავლესობა - შიიტები თუ სუნიტები - ჩვენს გვერდით დგანან". როგორც ტონი ბლერმა, ისევე მისმა მასპინძელმა იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ აღნიშნეს, რომ ბოლო თავდასხმები ერაყში არ შეცვლის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ივნისის ბოლოს ძალაუფლების ერაყელებისათვის ჩაბარებას. ბაღდადიდან კი დღეს გავრცელდა ცნობა ძალადობის მორიგი აქტის შესახებ: სატელეფონო სადგურის მახლობლად ჭურვი ჩავარდა და სულ ცოტა 3 ადამიანი მოკლა. ამ იერიშამდე, რომლის შესახებ ცნობა ერაყის პოლიციამ გაავრცელა, ერთი დღით ადრე მეამბოხეებმა რაკეტები დაუშინეს ერთ-ერთ სატელეფონო სადგურს - დაიღუპა ერთი ადამიანი და გაწყდა საერთაშორისო სატელეფონო კავშირი ერაყის უდიდეს ნაწილთან. ძალადობის ბოლო აქტს რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ერაყის მმართველი საბჭოს მორიგე თავმჯდომარის, მოჰამედ ბარ ალ-ულუმის განცხადება, რომ ამერიკელების ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას მართებს უშიშროების ზომების გაუმჯობესება მას შემდეგ, რაც 2 მარტს განხორციელებულ თავდასხმებს ბაღდადსა და ქარბალაში მრავალი მსვხერპლი მოჰყვა. ალ-ულუმის ბოლო ინფორმაციით, 2 მარტის აფეთქებების შედეგად დაიღუპა 171 და დაიჭრა 400-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG