Accessibility links

გერმანიაში სასამართლომ გააუქმა 2001 წლის


გერმანიაში სასამართლომ გააუქმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებში დამნაშავედ ცნობილი მამაკაცისათვის გამოტანილი განაჩენი.

გერმანიაში სასამართლომ გააუქმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებში დამნაშავედ ცნობილი მამაკაცისათვის გამოტანილი განაჩენი.
ლაპარაკია მაროკოელ მუნირ ელ მოტასადეღზე - აქამდე ერთადერთ ადამიანზე, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით დამნაშავედ იყო ცნობილი. მას დაახლოებით ერთი წლის წინ მიუსაჯეს 15 წლით პატიმრობა 3000-მდე ადამიანის მკვლელობის მზადებაში მონაწილეობასა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. დღეს კი სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გაუქმებით, პრაქტიკულად, მართებულად მიიჩნია მოტასადეღის დამცველთა პოზიცია, რომ დაცვას ხელი შეუშალა აშშ-ის ხელმძღვანელობის უარმა, ჩვენება მიეცა საკვანძო მნიშვნელობის მოწმეს. მოტასადეღის დამცველის, გერჰარდ სტრატეს თქმით: [სტრატეს ხმა] "ეს გადაწყვეტილება არის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა. ის ნათელჰყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფო მოვალეა, განუხრელად დაიცვას თავისი პრინციპები მაშინაც კი, როცა საქმე გვაქვს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ეჭვმიტანილთან". დღეს კომენტარი გააკეთა 11 სექტემბრის მსხვერპლთა ვექილმაც - ანდრეას შულცმა: [შულცის ხმა]"ამერიკელი კლიენტები ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩებიან. მათთვის გაუგებარი იქნება გერმანიის სამართლებრივი სახელმწიფოს მოქმედება ამ საქმეში". ახალი სასამართლო პროცესის თარიღი მალე გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG