Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ოჯახის 7 წევრი დაიღუპა


ერთი ოჯახის 7 წევრი დაიღუპა დღეს აღმოსავლეთ თურქეთში,

ერთი ოჯახის 7 წევრი დაიღუპა დღეს აღმოსავლეთ თურქეთში,
როცა მათი სახლი მიწასთან გაასწორა ჩამოწოლილმა ზვავმა. სააგენტო ანატოლიას ცნობით, ტრაგედია აგრის პროვინციის სოფელ სომქაიაში მოხდა. შორიახლო დაბანაკებულმა ჯარისკაცებმა ნანგრევებიდან 4 გადარჩენილის ამოყვანა შესძლეს და საავადმყოფოში მიიყვანეს დაშავებულები. უჩვეულო დიდთოვლობაა წელს აღმოსავლეთ თურქეთში. გასულ კვირაში ჩაქირპინარში ჩამოწოლილმა ზვავმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG