Accessibility links

logo-print

სულ ცოტა 14 პალესტინელი დაიღუპა


სულ ცოტა 14 პალესტინელი დაიღუპა და 80 დაიჭრა დღეს დილით ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას ლტოლვილთა ბანაკებში, ელ-ბურეიჯსა და ნუსეირათში, ღაზის სექტორში.

სულ ცოტა 14 პალესტინელი დაიღუპა და 80 დაიჭრა დღეს დილით ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას ლტოლვილთა ბანაკებში, ელ-ბურეიჯსა და ნუსეირათში, ღაზის სექტორში.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბატშევა გენუთი იტყობინება: [გენუთის ხმა] "ღაზაში არმიის ერთადერთი მიზანია, შეაჩეროს ტერორისტები, აღკვეთოს მათი ახალი თავდასხმები. იმ შემთხვევაში, თუკი ოპერაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს გამოიწვევს, მე მთავრობის სახელით მინდა სინანული და თანაგრძნობა გამოვუხატო დაზარალებულებს. იმედი მაქვს, რომ პალესტინელი ტერორისტები შეწყვეტენ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენებას "ცოცხალ ფარად" და აგრეთვე იმედი მაქვს, რომ პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს დაიწყებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას." პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელის თანაშემწემ, ნაბილ აბუ რდაინემ განაცხადა: [რდაინეს ხმა] "ამგვარ პოლიტიკას არსაით არ მივყავართ. მას მხოლოდ ახალი ძალადობის და არასტაბილურობის გამოწვევა შეუძლია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო შუამავლებს და გაეროს უშიშროების საბჭოს, ხელი შეუწყონ ისრაელის აგრესიის შეწყვეტას, ვინაიდან ეს აგრესია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს."
XS
SM
MD
LG