Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობაში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობაში ახალი მინისტრების დანიშვნის ბრძანებულებებს მოაწერა დღეს ხელი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობაში ახალი მინისტრების დანიშვნის ბრძანებულებებს მოაწერა დღეს ხელი.
საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულია სერგეი ლავროვი; შინაგან საქმეთა სამინისტროს რაშიდ ნურგალიევი უხელმძღვანელებს. კულტურის მინისტრი გახდება ალექსანდრ სოკოლოვი, განათლებისა - ანდრეი ფურსენკო. სერგეი ივანოვმა, გერმან გრეფმა და ალექსეი კუდრინმა ახალ კაბინეტში თავიანთი თანმდებობები შეინარჩუნეს. იგორ ივანოვი - უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს. მთავრობაში, პუტინის თქმით, 30-ის ნაცვლად 17 მინისტრი იქნება. ვიცე-პრემიერის მოვალეობა ალექსანდრ ჟუკოვს დაეკისრა.
XS
SM
MD
LG