Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა უარყო ატომური ენერგიის საერთაშორისო


ირანმა უარყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ წაყენებული ბრალდება იმასთან დაკავშირებით,

ირანმა უარყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ წაყენებული ბრალდება იმასთან დაკავშირებით,
რომ თეირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების პირობები დაარღვია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ კვლავ განაცხადა ხაზგასმით, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის შექმნის ფარულ მცდელობაში ადანაშაულებს თეირანს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობა ვენაში განაგრძობს ირანის ბირთვული პროგრამის განხილვას და შესაბამის რეზოლუციას ამზადებს ამ საკითხზე.
XS
SM
MD
LG