Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ოჰაიოს შტატში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური პრობლემები,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ოჰაიოს შტატში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური პრობლემები,
მაგრამ მისი ადმინისტრაცია მათ გადაწყვეტაზე მუშაობს. [ბუშის ხმა] "უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით ვწყვეტდით ეკონომიკის სფეროში გაჩენილ ყველა პრობლემას. ინფლაცია და საბანკო სესხის პროცენტი დაბალ დონეზეა გაჩერებული, სამრეწველო აქტიურობა გაიზარდა, ამდენ ადამიანს არასოდეს ჰქონია საკუთარი სახლი. უმუშევრობის დონე დაბალია, ვიდრე 70-იან, 80-იან ან 90-იან წლებში." ამასობაში ბუშის სავარაუდო მეტოქემ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯონ კერიმ, კიდევ ოთხ წინასწარ არჩევნებში გაიმარჯვა ფლორიდაში, მისისიპიში, ტეხასსა და ლუიზიანაში. როგორც მოსალოდნელია, მის კანდიდატურას დემოკრატიული პარტიის ყრილობა დაამტკიცებს ივლისში.
XS
SM
MD
LG