Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ხელისუფლებამ დაიწყო სტამბოლში მასონების


თურქეთის ხელისუფლებამ დაიწყო სტამბოლში მასონების ლოჟის შენობაში მომხდარი ტერაქტის გარემოებების შესწავლა.

თურქეთის ხელისუფლებამ დაიწყო სტამბოლში მასონების ლოჟის შენობაში მომხდარი ტერაქტის გარემოებების შესწავლა.
სამშაბათს ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა რესტორანში, რომელიც ლოჟის შენობაში მდებარეობს. ერთ-ერთმა მათგანმა შემდეგ ბომბი ააფეთქა. ორი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. სტამბოლის გუბერნატორმა მუამერ გიულერმა განაცხადა: ((გიულერის ხმა)) "ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, ხომ არ არის კავშირი ამ თავდასხმასა და სტამბოლში გასული წლის შემოდგომაზე მომხდარ ტერაქტებს შორის. ჯერჯერობით არავითარი კავშირი არ ჩანს. 15 და 20 ნოემბერს თავდასხმების მთელი სტილი სრულიად სხვაგვარია. მაგრამ ჩვენ ვამოწმებთ ასაფეთქებლის ტიპსაც და თავდამსხმლების ვინაობასაც".
XS
SM
MD
LG