Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განმეორებით


ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განმეორებით აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ შესაძლოა შეწყვიტოს თანამშრომლობა

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განმეორებით აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ შესაძლოა შეწყვიტოს თანამშრომლობა
გაეროს ატომური ენერგიიის სააგენტოსთან, თუ ამ სააგენტოს რეზოლუციით დაიგმობა თეირანის ბირთვული პროგრამა. ირანის საინფორმაციო სააგენტო "ისნას" ცნობით, ხათამიმ გუშინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ატომურმა სააგენტომ უნდა აწარმოოს "რეალისტური პოლიტიკა და არ დაექვემდებაროს შეერთებული შტატების გავლენას". ვაშინგტონში კი სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის განცხადებით, ატომური სააგენტოს რეზოლუცია, რომელიც განხილვის საგანია, შეიცავს გაფრთხილებას, რომ ირანი ახლოსაა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევასთან და მის წინააღმდეგ შესაძლოა მორიგი სანქციები იქნეს მიღებული. ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭო, რომელშიც 35 ქვეყნის წარმომადგენლები შედიან, ვენაშია შეკრებილი იმის გადასაწყვეტად, როგორ უპასუხონ ირანის უარს თავისი ბირთვული პროგრამების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებაზე.
XS
SM
MD
LG