Accessibility links

მადრიდში დღეს დილას, პიკის საათში


მადრიდში დღეს დილას, პიკის საათში რამდენიმე აფეთქება მოხდა მატარებლებსა და რკინიგზის სადგურებში.

მადრიდში დღეს დილას, პიკის საათში რამდენიმე აფეთქება მოხდა მატარებლებსა და რკინიგზის სადგურებში.
დაღუპულთა რიცხვი 190-ს აღემატება და, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, რახან ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიჭრა 1200-ზე მეტი ადამიანი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა პირობა დადო, რომ დააპატიმრებენ აფეთქებების მომწყობთ. [ასნარის ხმა] "ჩვენ მათ დავამარცხებთ. ამაში ეჭვი ნურავის შეეპარება. ჩვენ შევძლებთ, ბოლო მოვუღოთ ამ ტერორისტულ ბანდას ... მათ გავუმკლავდებით კანონის მთელი სიმკაცრით, უშიშროების ძალებითა და სასამართლოებით ". აფეთქებების პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. როგორც იუწყებიან, პოლიციამ მადრიდის მახლობლად, მიკროავტობუსში მიაკვლია ასაფეთქებელ მოწყობილობებს და არაბულენოვან ფირს, რომელზეც ჩაწერილია ნაწყვეტები ყურანიდან. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიცია არ გამორიცხავს, მიკვლეულ მასალას კავშირი ჰქონდეს დღევანდელ აფეთქებებთან. მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრ ანხელ ასებეს თქმით, მთავარ ეჭვმიტანილად რჩება შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფება "ეტა", რომელიც ბასკეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. აფეთქებებს აღშფოთებული გამოეხმაურნენ მრავალი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი.
XS
SM
MD
LG