Accessibility links

logo-print

დღეს ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო


დღეს ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ირანია გაკრიტიკებული იმის გამო, რომ არასრული ინფორმაცია წარმოადგინა

დღეს ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ირანია გაკრიტიკებული იმის გამო, რომ არასრული ინფორმაცია წარმოადგინა
თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ. მაგრამ ხსენებული სააგენტოს 35-წევრიანმა მმართველთა საბჭომ გადაწყვიტა არ ჩარიოს ამ საქმეში გაეროს უშიშროების საბჭო, რომელსაც სანქციების მიღება შეუძლია თეირანის წინააღმდეგ. პარასკევს, ირანის მთავრობამ გადადო ქვეყანაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა დაგეგმილი ვიზიტი. მიზეზად, ირანის ხელისუფლებამ, სპარსული კალენდარით ახალი წლის აღსანიშნავი ზეიმისათვის მომზადება დაასახელა . ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუციას უწოდა "სერიოზული შეცდომა", რომელიც "ერთი ქვეყნის" , შეერთებული შტატების დაკვეთით იქნა მიღებული.
XS
SM
MD
LG