Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ ბოსნიაში პოლიცია ოპერაციას ატარებს


აღმოსავლეთ ბოსნიაში პოლიცია ოპერაციას ატარებს ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის შესაპყრობად.

აღმოსავლეთ ბოსნიაში პოლიცია ოპერაციას ატარებს ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის შესაპყრობად.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ რადოვან კარაჯიჩი საზღვრისპირა ქალაქ ბრატუნაცში იმყოფება, საიდანაც სერბიაში აპირებს გადასვლას. კარაჯიჩი პირველ ნომრად ირიცხება იმ სამხედრო დამნაშავეთა სიაში, რომლებსაც ჰააგაში დაფუძნებული გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი დაეძებს.
XS
SM
MD
LG