კვლავაც დაძაბულია ვითარება სამხრეთ კორეაში,
სადაც პარლამენტმა გუშინ თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის პრეზიდენტი ნო მუ ჰენი, რომლის მომხრეები მეორე დღეა უკვე მასობრივ დემონსტრაციებს აწყობენ. სამხრეთი კორეის პრემიერ-მინისტრმა კო კუნმა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, განაცხადა [კო კუნის ხმა]: "ჩვენ კვლავაც უზრუნველვყოფთ ქვეყანაში უშიშროებას, ეკონომიკურ სტაბილურობასა და საზოგადოებრივ წესრიგს. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს და განუხრელად დავიცავთ საერთაშორისო ვალდებულებებს. სამხრეთი კორეის სამხედრო მოსამსახურეები დარჩებიან ერაყში, შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილ კოალიციაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამასთანავე მცდელობას ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო აღძრული კრიზისის მოსაგვარებლად".