Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში თანამდებობიდან გადააყენეს საგანგებო ვითარებათა


ყაზახეთში თანამდებობიდან გადააყენეს საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ზამანბეკ ნურკადილოვი,

ყაზახეთში თანამდებობიდან გადააყენეს საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ზამანბეკ ნურკადილოვი,
რომელმაც პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხუთშაბათს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, მექრთამეობასა და არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ღია წერილში, რომელიც ნურკადილოვმა გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ თუ ნაზარბაევი არ გადადგება, მან შესაძლოა რუმინეთის ყოფილი კომუნისტი ლიდერის, სახალხო აჯანყების დროს დახვრეტილი ნიკოლაე ჩაუშესკუს ხვედრი გაიზიაროს. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა დანიალ ახმეტოვმა განაცხადა, რომ ნურკადილოვის გადაყენება მისი არაკომპეტენტურობითაა გამოწვეული, და არანაირად არაა დაკავშირებული მის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან, რომელშიც ყაზახეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული.
XS
SM
MD
LG