Accessibility links

თურქმენეთში, რადიო "თავისუფლების" დაპატიმრებული კორესპონდენტი


თურქმენეთში, რადიო "თავისუფლების" დაპატიმრებული კორესპონდენტი აშირგულა ბაირიევი გაათავისუფლეს.

თურქმენეთში, რადიო "თავისუფლების" დაპატიმრებული კორესპონდენტი აშირგულა ბაირიევი გაათავისუფლეს.
ბაირიევისათვის წაყენებული ცილისწამების ბრალდება არ მოუხსნიათ, და მას აკრძალული აქვს აშღაბადიდან გასვლა. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში აშირგულა ბაირიევმა განაცხადა: "ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ დაუხურავთ. მე, აშღაბადში უნდა დავრჩე. პროცესი გრძელდება. ვნახოთ, რა როგორ წავა საქმე, მაგრამ მე ჯერჯერობით არ შემიძლია ამ საკითხის განხილვა - ეს მე ამიკრძალეს". ბაირიევი და რადიო "თავისუფლების" კიდევ ერთი კორესპონდენტი რაჰიმ ესენოვი თებერვლის ბოლოს დააპატიმრეს. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მძაფრი ზეწოლის შემდეგ ესენოვი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG