Accessibility links

logo-print

შაბათს ესპანეთში, ხუთშაბათს მომხდარი ტერორისტული


შაბათს ესპანეთში, ხუთშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა პირველი დაკრძალვები გაიმართა.

შაბათს ესპანეთში, ხუთშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა პირველი დაკრძალვები გაიმართა.
ყველაზე ხალხმრავალი სამგლოვიარო ცერემონია მოეწყო მადრიდის მიმდებარე ქალაქ ალკალა დე ხენარესში, საიდანაც ასაფეთქებლად განწირული მატარებლები 11 მარტს ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდნენ. ინგლისის ქალაქ მანჩესტერში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა სოლიდარობა გამოუთქვა დღეს ესპანელ ხალხს [ტონი ბლერის ხმა]: "მზად უნდა ვიყოთ ყოველგვარი ტერორისტული თავდასხმისთვის ნებისმიერ დროს. მაგრამ ეს უნდა ითქვას ესპანეთის, ბრიტანეთის, თავისუფალი სამყაროს სახელით: ვგლოვობთ, მაგრამ არ გვეშინია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი და მარცხი ვაგემოთ ტერორიზმს", -განაცხადა ტონი ბლერმა. რუმინეთში გლოვის დღე გამოცხადდა ხსენებულ ტერაქტში დაღუპული 8 თანამოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად.
XS
SM
MD
LG