Accessibility links

logo-print

ესპანეთში, გუშინ მოწყობილ არჩევნებში გამარჯვებულმა


ესპანეთში, გუშინ მოწყობილ არჩევნებში გამარჯვებულმა, სოციალისტმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ განაცხადა,

ესპანეთში, გუშინ მოწყობილ არჩევნებში გამარჯვებულმა, სოციალისტმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ განაცხადა,
რომ მისი ქვეყანა, როგორც ჩანს, თავის ჯარებს გაიყვანს ერაყიდან. ესპანეთის რადიოთი გამოსვლისას, ქვეყნის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერაყში მყოფი ესპანელი ჯარისკაცები მალე სამშობლოში დაბრუნდებიან. [ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს ხმა] "არაერთხელ მითქვამს, რომ ომი ერაყში უდიდესი უბედურებაა და ოკუპაციაც რჩება უბედურებად. მან არაფერი მოიტანა გარდა ძალადობისა და სიძულვილისა და აქედან უნდა ვისწავლოთ." გუშინ გამართულ არჩევნებში გამარჯვებულმა სოციალისტებმა ხმების 42 პროცენტზე მეტი დააგროვეს. მეორე ადგილზე გასულ სახალხო პარტიას, რომელიც ბოლო 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქვეყანას, მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 37 პროცენტზე მეტმა. მიმომხილველთა აზრით, არჩევნების მოულოდნელ შედეგზე მნიშვნელოვანწილად იმოქმედა მთავრობის მოქმედებამ მადრიდში გასულ ხუთშაბათს მოწყობილი ტერაქტების შემდეგ, რომლებმაც 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; აგრეთვე, ერაყის ომის საკითხში ხოსე მარია ასნარის მთავრობის პოზიციამ. ასნარის კაბინეტი - ესპანეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით - აქტიურად უჭერდა მხარს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყებას.
XS
SM
MD
LG