Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი მეთვალყურეები კრიტიკულად აფასებენ რუსეთში


ევროპელი მეთვალყურეები კრიტიკულად აფასებენ რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს,

ევროპელი მეთვალყურეები კრიტიკულად აფასებენ რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს,
აღნიშნავენ რა ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მიკერძოებულ გაშუქებას. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოსა და ეუთოს ერთობლივი სამეთვალყურეო ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯულიან პილ იეიტსმა: [ჯულიან პილ იეიტსის ხმა] "მთლიანად, საარჩევნო პროცესი ადეკვატურად არ ასახავდა პრინციპებს, რომელთა დაცვა აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. ვერ ვიხილეთ დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო, ეუთოს წევრთათვის მიღებული და ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტების ისეთი არსებითი ელემენტები, როგორიცაა ცოცხალი პოლიტიკური დისკურსი და პლურალიზმი." სხვაგვარი გახლდათ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთვალყურეთა მისიის შეფასება. მისმა თავმჯდომარემ იური იაროვმა განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.
XS
SM
MD
LG