Accessibility links

გვიან საღამოს თბილისში გაიმართა საქართველოს


გვიან საღამოს თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგი,

გვიან საღამოს თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგი,
რომელიც ტელევიზიითაც გადაიცა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა იმ დაძაბულ ვითარებაზე ისაუბრა, რომელიც აჭარასთან დაკავშირებით შეიქმნა. სააკაშვილის თქმით, საქართველოს ამ რეგიონზე კონტროლის აღსადგენად აუცილებელი შეიქნა უპრეცედენტო ზომების მიღება. [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ამ ვითარებაში ჩვენ მოვახერხეთ და მოვახდინეთ მთელი ტვირთის გადამისამართება სხვა გამშვებ პუნქტებში, ასევე ფოთის პორტში, და ამ პირობებში პრაქტიკულად იქ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ასევე გავყინეთ ყველა ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა საქართველოს საბანკო დაწესებულებებში, ჩვენ გავაუქმეთ აჭარაში მოქმედი ყველა ბანკის ლიცენზია; პრაქტიკულად, დაფინანსების ყველა წყარო ადგილობრივ მთავრობას აქვს ჩაკეტილი მანამ, სანამ ის არ მოეგება გონს." თუმცა, სააკაშვილმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს, რათა საკითხი მშვიდობიანად მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG