Accessibility links

logo-print

დღეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია


დღეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ტელეფონით ესაუბრა აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს.

დღეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ტელეფონით ესაუბრა აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს.
როგორც ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს აცნობა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, დღესვე შეხვედროდა აჭარის ავტონომიის ლიდერს, მაგრამ აბაშიძემ ამ შეხვედრისგან თავი შეიკავა. ჟვანიას თქმით, მთავრობას სურს, პრობლემა დიალოგის გზით მოაგვაროს, მაგრამ, ამავე დროს, აჭარაში განხორციელდება დროებითი შეზღუდვების რეჟიმი საზღვარზე, პორტსა და აეროპორტში, რათა გამოირიცხოს იარაღის მოძრაობა. ჟვანიას დასძინა, რომ იგი ჯერჯერობით ფოთში დარჩება და მინისტრებთან ერთად ანტიკრიზისულ ცენტრს უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG