Accessibility links

logo-print

რუსეთში, გუშინ მოწყობილი საპრეზიდენტო არჩევნების


რუსეთში, გუშინ მოწყობილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, თავისი პოსტი მეორე (და უკანასკნელი) ოთხწლიანი ვადით შეინარჩუნა

რუსეთში, გუშინ მოწყობილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, თავისი პოსტი მეორე (და უკანასკნელი) ოთხწლიანი ვადით შეინარჩუნა
ვლადიმირ პუტინმა. საარჩევნო ბიულეტენების 99 პროცენტის დამუშავების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრ ვეშნიაკოვმა საზოგადოებას აცნობა, რომ პუტინს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 71 პროცენტზე მეტმა. თავის საარჩევნო შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] "ჩვენ განვამტკიცებთ მრავალპარტიულ სიტემას, სამოქალაქო საზოგადოებას, გავაკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა უზრუნველვყოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება. ამასთან, ისეთ პირობებს შევქმნით, რომელშიც ვერც სახელმწიფო ინტერესებს ამოფარებული ჩინოვნიკები, და ვერც დემოკრატიის ლოზუნგებს ამოფარებული მჭევრმეტყველები, ვერ გაისქელებენ ჯიბეებს." მეორე ადგილზე გავიდა რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნაკოლაი ხარიტონოვი - 13,7 პროცენტი, ხოლო მესამეზე - სერგეი გლაზევი - ოთხ პროცენტზე ოდნავ მეტი. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ვლადიმირ პუტინს. სატელეფონო საუბრის მსვლელობაში პრეზიდენტებმა აჭარაში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG