Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდში, გასულ ხუთშაბათს მოწყობილი ტერაქტების


მადრიდში, გასულ ხუთშაბათს მოწყობილი ტერაქტების გამოძიება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - განაცხადა ესპანეთის შინაგან საქმეთა

მადრიდში, გასულ ხუთშაბათს მოწყობილი ტერაქტების გამოძიება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - განაცხადა ესპანეთის შინაგან საქმეთა
მინისტრმა ანხელ ასებესმა. დეტალების გამხელაზე მინისტრმა უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიება "საერთაშორისო კვალს" დაადგა. საინფორმაციო სააგენტოები და ესპანეთის პრესა იუწყებიან, რომ გამომძიებელთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მაროკოელმა ჯამალ ზუგამმა, რომელსაც, როგორც ჩანს, კავშირი აქვს "ალ-ყაიდის" ტერორისტულ ქსელთან. ზუგამი და კიდევ ოთხი მაროკოელი შაბათს დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG