Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განაცხადა


ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დღეიდან მზად არის,

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დღეიდან მზად არის,
განაგრძოს თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. მაგრამ ხათამიმ, ამასთანავე, დააზუსტა, რომ ირანის პოზიცია შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა შეერთებული შტატების განზრახვა, ირანის საქმე გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცეს. ვაშინგტონი ირანს ბირთვული იარაღის საიდუმლოდ შექმნაში ადანაშაულებს, ხოლო ირანი ამტკიცებს, რომ იგი ბირთვულ ტექნოლოგიებს ელექტროენერგიის სფეროში იყენებს. დღეს, ტოკიოში, იაპონიის პრემიერ-მინისტრი იუნიჩირო კოიზუმი ბირთვული ენერგიის საკითხებში ირანის მთავრობის წარმომადგენელს, ჰასან როუჰანის შეხვდა. კოიზუმიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებული კონფლიქტის ამოწურვის მიზნით, ირანმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო ინსპექტორებთან. ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხები უნდა განიხილონ.
XS
SM
MD
LG